სად გაქრა საპენსიო დანაზოგის ველი - სააგენტოს პირველი განმარტება
სად გაქრა ხალხის საპენსიო დანაზოგი? - ორი დღის განმავლობაში ინტერნეტ ბანკიდან გაქრალი იყო გრაფა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები აკონტროლებდნენ თუ რა ოდენობის თანხა მოაგროვეს საპენსიო ანგარიშზე.
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საზოგადოების პანიკა უსაფუძლოა. ტექნიკური ოფიცერი, ნიკოლოზ გაგნიძე აცხადებს, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, უქმე დღეებში მიმდინარეობდა სერვერის განახლება.
მისი თქმით, ბაზები მოცულობითია, საუბარია დიდ თანხებზე ამიტომ ტექნიკურ სამუშაოებს სამი დღე დასჭირდა. გაგნიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ სისტემა მუშაობს, ბაზები განახლებულია.
ნიკოლოზ გაგნიძე აღნიშნავს, რომ ადგილი არ ჰქონია კიბერშეტევას და ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.
ეს იყო დაგეგმილი სამუშაოები. ბევრი მოქალაქის მონაცემებს ვამუშავებთ და ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ინფრასტრუქტურა აკმაყოფილებდეს დაცვისა და წარმადობის შესაბამის მოთხოვნებს.
თანხების გადათვლასთან ეს კავშირში არ არის. ის თქანხა აისახება რაც გუშინ იყო და დღეს დადგინდება. ინფრასტრუქტურა განახლებულია, სიახლეები დაუინერგა და ყველაფერი მუშაობს"- განაცხადა ნიკოლოზ გაგნიძემ.