ექსპერტმა პასუხი უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში - ადვოკატი

29.08.22 10:40
ექსპერტმა პასუხი უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უცხოელმა ექსპერტმა პასუხი უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში.

ხაჭაპურიძის თქმით, ერიკ გოლდსმიტი მესამე პრეზიდენტს დღეს ორჯერ მოინახულებს. ამასთან მისივე თქმით, გოლდსმიტი საგამოძიებო სამსახურში მივა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ საგამოძიებო მასალებს გაეცნობა.

დილით და შემდეგ, საღამოს, თუ მოესწრება, უნდა ნახოს საგამოძიუებო მასალები სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. ნახოს კადრები რაც ხდებოდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სასჯელაღსრულებაში ყოფნის პერიოდში. დაცვის მხარისთვის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი  მან უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში. მას ჩამოტანილი აქვს ბოლო ტექნოლოგიები, რა ტექნოლოგიებითა და სამედიცინო კვლევებით ხდება ფსიქიატრების მუშაობა"- თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

ადვოკატის ინფორმაციით, დღესვე სააკაშვილს გაერო-ს ექსპერტი მოინახულებს.

ამერიკელი ექსპერტი კლინიკა "ვივა მედში" მივიდა - ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი  საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას უნდა გაეცნობა. 

მსგავსი სიახლეები