ამერიკელი ექსპერტი სააკაშვილის პალატაშია - მესამე პრეზიდენტის გამოკვლევები დაიწყო
ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი უკვე სააკაშვილის პალატაშია. მესამე პრეზიდენტის გამოკვლევები დაიწყო. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ შეერთებული შტატებიდან საგანგებო მისიით ჩამოსული ფსიქიატრი, ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი სასამართლო სამედიცინო გამოკვლევებისთვის "ვივა მედში" საკნად გადაკეთებულ პალატაში შეუშვეს.
ერთ საათში კი მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევის პროცესში შვეიცარელი ექიმიც ჩაერთვება. ამ მედიკოსების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება და უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება.
ცნობილია, რომ სამედიცინო დასკვნას უცხოელი ექსპერი სამ სექტემბერს დადებს.