სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ვივა მედში" შვეიცარიელი ექსპერტიც მივიდა
გაეროს აკრედიტებული ექსპერტი შვეიცარიელი ექიმი კლინიკა "ვივა მედშია". მედიკოსი მიხეილ სააკაშვილის შეამოწმებს.
მესამე პრეზიდენტის გამოსაკვლევად ჩამოსული ექიმები ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა "პირველებს" გავლენიანმა ექსპერტებმა გაუმხილეს, რომ დუმილს სასამართლოში დაარღვევენ.
ირკვევა, რომ ოფიციალური დასკვნის დაწერის შემდეგ, ისინი მეორედ ჩამოფრინდებიან საქართველოში და თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგებიან.
მიხეილ სააკაშვილთან უკვე შესულია ამერიკელი სპეციალისტი ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი.