მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს - "ვივა მედი"

29.08.22 13:08
მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს - "ვივა მედი"

კლინიკა "ვივა მედის" ექიმები მზად არიან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს კითხვებს უპასუხონ. 

განცხადება ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა.  სასამართლოში მისვლა დიდი ალბათობით მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმებს  მაშინ მოუწევთ, როცა უცხოელი  სამედიცინო ექსპერტიზის დოკუმენტი გამოქვეყნდება.

დღეს ჩამოსული არიან უცხოელი საერთაშორისო დონის ექსპერტები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს ნახავენ და დადებენ შესაბამის დასკვნას. 

თუ ეს იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, და იქნება რაიმე კითხვები,  ჩვენი ადმინისტრაციის, ექიმების მიმართ, მზად ვართ, ვუპასუხოთ ამ კითხვებს, იმიტომ რომ ჩვენი ქმედება არის გამჭვირვალე. 

მდგომარეობის გრადაცია, შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და ყველაფერი იმედი მაქვს, რომ დაიდება საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით. ჩვენი მიზანი, როგორც ბატონი სააკაშვილის,  ნებისმიერი პაციენტის გამოჯანმრთელება, სრული რეაბილიტაცია და უკეთესი გამოსავალია“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები