ვითხოვთ, მოსმენების კანონის დაბრუნებას პარლამენტში და ფართო განხილვას - პრეზიდენტის მრჩეველი

29.08.22 13:25
ვითხოვთ, მოსმენების კანონის დაბრუნებას პარლამენტში და ფართო განხილვას - პრეზიდენტის მრჩეველი

„ქართული ოცნების“ არა ვენეციის კომისიას. ივანიშივლის პარტია ევროსაბჭოს იურისტების ჯგუფთან კონფლიქტში შევიდა.

„ოცნება“ არ აპირებს გაითვალისწინოს ყველაზე ავტორიტეტული იურისტების ჯგუფის შენიშვნები.  

მოსმენების კანონი არ შეიცვლება. ეს არის კანონი, რომელიც მანამდე პრეზიდენტმა დაბლოკა და ვეტო დაადო, თუმცა მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს უპრობლემოდ დაძლევს და 77 დეპუტატის მოძებნა საერთოდ არ გაუჭირდება.

რამოდენიმე წუთის წინ კომენტარი პარლამენტში მოსმენების კანონის სკანდალზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა. 

გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ ახლა „ოცნებამ“ კარგად უნდა წაიკითხოს რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში და გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის ან არდაძლევის შესახებ იმის მიხედვით უნდა მიიღოს, თუ რა იქნება უმჯობესი არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესებისთვის, არამედ ქვეყნის ინტერესებისთვის.

„კანონის მიღებისას არ იყო საკმარისი განხილვა, არ იყო საკმარისი ინკლუზიურობა. არ იყვნენ ჩართულები შესაბამისი არასამთავრობოები და კანონის მიღება მოხდა ნაჩქარებ ვადებში. ჩვენ ვითხოვთ კანონის დაბრუნებას პარლამენტში და ფართო განხილვას. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთად, თუ რა სჭირდება პრინციპულად ჩვენს ქვეყანას დღეს. მე დიდი იმედი მქვს უმრავლესობა კარგად გაეცნობა ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რომელიც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი“. - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

 

მსგავსი სიახლეები