ვენეციის კომისიას, კანონპროექტის საწინააღმდეგო რაიმე წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენია - სარჯველაძე
„ქართული ოცნების“ არა ვენეციის კომისიიას. მმართველი პარტია ევროსაბჭოს იურისტების ჯგუფთან კონფლიქტში შევიდა.
უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიას კანონპორექტის საწინააღმდეგო არანაირი წონადი არგუმენტი არ არსებობს.
„კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რაიმე წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, საიდან გაჩნდა იდეა, რომ პროცედურები ნაჩქარევი იყო და ვინმეს საკუთარი მოსაზრებების სრულფასოვნად წარმოდგენისა და პოლემიკაში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა“.- ამბობს სარჯველაძე.
"საქართველოში მოსმენების კანონი ნაჩქარევადაა მიღებული და დასაბუთებას მოითხოვს" - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ე.წ. მოსმენების კანონპროექტს 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოც დაადო, თუმცა "ოცნების" ხელისუფლება მის დაძლევას აანონსებს.