ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხანძრები "ქვეყნის შიგნით მოქმედმა დესტრუქციულმა ძალებმა" გააჩინეს

29.08.22 14:12
ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხანძრები "ქვეყნის შიგნით მოქმედმა დესტრუქციულმა ძალებმა" გააჩინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანის სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების უკან "ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები" იდგეს. 

განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ შესაძლოა, ეს (ხანძარი) დაუდევრობით იყო გამოწვეული, ზოგადად, დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული. არის ვერსიები, რომ იყოს გარკვეული დივერსიები, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშავოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, რადგან ვიცით, რა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება, მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული. ამიტომ, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშავოს და ყველა ვერსიაზე გასცეს ამომწურავი პასუხი" - განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები