3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ - წინა ხელისუფლების მიერ ნაყიდ "სუპერ პუმას" პრემიერი ღარიბაშვილი ყიდის
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაყიდ "სუპერ პუმას" პრემიერი ღარიბაშვილი ყიდის, მიღებული თანხით კი საქართველო სამი ახალი ვერტმფრენის შეძენას აპირებს.
სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილ იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. მიუხედავად სპეკულაციებისა, რომ თითქოს, ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი.
ახლა ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთს რომელიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებისთვის და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული ამ პროცესში",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.