გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერი ისევ "ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე" საუბრობს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "ეს მათი გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია".
ბოლო 7 თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში, მითუმეტეს ამ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ სხვა გაუგებარი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი პოზიციები რომ დაგვეკავებინა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა დიდი უბედურება, ეს ჩვენ კარგად გვესმის"- თქვა მან.