უმუშევრობის დონე შემცირებულია, დასაქმებულთა რაოდენობა 55 ათას გაიზარდა - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირებულია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დასაქმებულთა რაოდენობა 55 ათას გაიზარდა.
ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური შედეგები. რაც შეეხება უმუშევრობას 4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და შეადგინა 18,8%. სიხარულით მინდა ავღნიშნო, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნალოვნად, 55 000-ით არის გაზრდილი. ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყანაში სულ რაღაც რამდენიმე თვის გამვალობაში. ჩვენი ინიცივის ფარგლებში 20 000 სოციალურად დაუცველი იქნა დასაქმებული. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებში არიან ჩართულნი. ამ პროგრამაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩერთოს"- თქვა მან.