იმის ნაცვლად, რომ ღარიბაშვილს ყველანაირი რესურსი ჩაერთო ცეცხლის ლიკვიდირებისთვის, პოლიტიკურ ოპონენტს დააბრალა დივერსია - ცისკარიშვილი

29.08.22 15:21
იმის ნაცვლად, რომ ღარიბაშვილს ყველანაირი რესურსი ჩაერთო ცეცხლის ლიკვიდირებისთვის, პოლიტიკურ ოპონენტს დააბრალა დივერსია - ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი "ტვ პირველთან" ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს პრემიერი, მისივე უუნარობას ოპოზიციისთვის გადაბრალებას ცდილობს. 

თავისივე უუნერობას, ბოლო წლებში, სხვის ჯინაზე გატარებულ, არასწორ პოლიტიკას, რომ ვერთმფრენები არ შეიძინეს, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის ნაყიდი ისიც კი გაასხვისეს და ფული ჯიბეში ჩაიდეს. ამ ყველაფრის გადაააბრალება უნდა სხვისთვის. იმის მაგივრად, რომ იქ მდგარიყო და ყველანაირი რესურსი ჩაერთო ცეცხლის ლიკვიდირებისთვის,  პოლიტიკურ ოპონენტს დააბრალა დივერსია და ხანძრების გაჩენა.

"ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან ვიცით რა, ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და დივერსიული მიდრეკილებები. არაფერია გამორიცხული და ამიტომ გამოიძიებამ ყველ მიმართულებით უნდა იმუშაოს" - განაცხადა პრემიერმა ახშირებულ ხანძრებზე. 

მსგავსი სიახლეები