მოსმენების კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა უპრეცედენტოდ მკაცრია - ნიკა სიმონიშვილი

29.08.22 15:28
მოსმენების კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა უპრეცედენტოდ მკაცრია - ნიკა სიმონიშვილი

„საიას“ დირექტორის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა უპრეცედენტოდ მკაცრია.

სიმონიშვილი ამბობს, რომ „ოცნებას“აწყობს იმ სისტემის შენარჩუნება, სადაც მას კანონმდებლობაში აქვს არა ერთი ხვრელი, იმისათვის, რომ უკანონოდ და ფარულად, უთვათვალოს და უსმინოს ადამიანებს.

„ვენეციის კომისიის ეს შეფასება არის უპრეცედენტოდ მკაცრი.სწორედაც იმის გამო, რომ მათ არა ამრტო ბოლო ცვლილებები შეაფასეს, არამედ მთლიანად სისტემასთან დაკავშირებით თქვეს, რომ არის გადასახედი. მმართველი გუნდის პასუხი იმაზე, რომ ამ ყველაფერზე რომ არავითარი სამართლებრივი არგუმენტი არ არის, არ არის სიმართლე. „ოცნება“ არ არის მოწოდებული იმისკენ, რომ ეს სისტემა გააჯანსაღოს. მას უბრალოდ აწყობს იმ სისტემის შენარჩუნება, სადაც მას კანონმდებლობაში აქვს არა ერთი ხვრელი იმისათვის, რომ უკანონოდ, ფარულად გვითვალთვალოს და გვისმინოს“ - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

"საქართველოში მოსმენების კანონი ნაჩქარევადაა მიღებული და დასაბუთებას მოითხოვს"  - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ე.წ. მოსმენების კანონპროექტს 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოც დაადო, თუმცა "ოცნების" ხელისუფლება მის დაძლევას აანონსებს.
 

მსგავსი სიახლეები