იქნება ობიექური დასკვანა, რის საფუძველზეც ჩვენი მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას - ალასანია უცხელ ექსპერტებზე

29.08.22 15:34
იქნება ობიექური დასკვანა, რის საფუძველზეც ჩვენი მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას - ალასანია უცხელ ექსპერტებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია დარწმუნებულია, რომ უცხოელი მედიკოსები ობიექურ დასკვანას დადებენ, რის საფუძველზეც მოსამართლეები საააშვილის საქმეზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ერთ-ერთი ექსპერტი, ობელის პრემიის ლაურეატია:

დარწმუნებული ვარ, რომ უცხოელი ექსპერტებისგან წარმოდგენილი იქნება ობიექტური დასკვნა, დასკვნის საფუძველზეც ჩვენი მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ერთ-ერთი მათგანი, ორთოპედი, ნობელის პრემიის ლაურეატია, მას მიაჩნია, რომ ჩემი შვილი არის მისი კოლეგა. მოგეხსენებათ, ჩემი შვილიც ნობელის პრემიაზე ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა წარადგინეს,იციან მისი ბიოგრაფია და განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, როგორც საჭიროა.

უცხოელი ექსპერტების მოსაზრებაა, რომ სააკაშვილის „სხვა საქმეები უნდა გადაიდოს და მიეცეს ინტერვალი ადამიანს, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს“ - თქვა ალასანიამ. 

მიხეილ სააკაშვილთან გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი იმყოფება. შვეიცარიელი სპეციალისტი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს.  რამდენიმე საათის წინ, მესამე პრეზიდენტს კვლევა ამერიკელმა ფსიქიატრმა ჩაუტარა.

მსგავსი სიახლეები