ერთადერთი თქვა, რომ არ ეგონა ასეთი მძიმე მდგომარეობა - ამერიკელმა ფსიქიატრმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯა

29.08.22 16:00
 ერთადერთი თქვა, რომ არ ეგონა ასეთი მძიმე მდგომარეობა - ამერიკელმა ფსიქიატრმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯა

ამერიკელმა ფსიქიატრმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯა -  ერიკ დეივიდ გოლდ სმიტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა თქვა, მედიკოსმა უთხრა, რომ "არ ეგონა ასეთი მძიმე მდგომარეობა" თუ იყო.  

მან ჩაუტარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. როგორც ვიცი, დიქტოფონი შეიტანა და მოახდინა საუბრის ჩაწერა. მეორე ნაწილი იქნება ტესტებით ჩატარებული. დაასრულა პირველი კვლევის ნაწილი, მეორე კვლევის ნაწილს გააგრძელებს რამდენიმე საათში. საექსპერტო დასკვნა გამოგზავნილი იქნება ამერიკიდან დოკუმენტის სახით, რომელიც დაერთვება საექსპერტო დასკვნას",- ამბობს ხაჭაპურიძე. 

მიხეილ სააკაშვილთან გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი იმყოფება. შვეიცარიელი სპეციალისტი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს.  რამდენიმე საათის წინ, მესამე პრეზიდენტს კვლევა ამერიკელმა ფსიქიატრმა ჩაუტარა. 

მსგავსი სიახლეები