სააკაშვილის მკურნალობის პროცესს სრულად მართავს პენიტენციური სამსახური - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, ის მონაწილეობას არ უნდა იღებდეს.
"ვფიქრობ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მე მონაწილეობას არ უნდა ვიღებდე“ - უთხრა აზარაშვილმა თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმთ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს სრულად მართავს პენიტენციური სამსახური, მათი სამედიცინო დეპარტამენტი და ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც ახლა იმყოფება.
"ჩემი ჩართულობა, ჩემი კვალიფიკაციის ფარგლებში, ვფიქრობ არასწორი იქნება სამედიცინო ნაწილში"- დასძინა აზარაშვილმა.