როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო - რატი ბრეგაძე
"მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივა მედის“ კლინიკაში, მას ამჟამად უტარდება ასევე „ემპათიის“ ექსპერტიზა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვა დამოუკიდებლები ექსპერტიზის ჩატარებასაც“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა.
"ტვ პირველის" კითხვბაზე რა პოზიცია აქვს სასჯელის გადავადებაზე, ბრეგაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას არა მისი უწყება, არამედ სასამართლო იღებს:
„თქვენ რატომღაც ნეგატიურ კონტექსტში საუბრობთ - „თუ ის იქნება ცუდად“, თქვენ იცით, რომ აუცილებლად ცუდად იქნება? შეიძლება ძალიან კარგად არის და არ აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, ამ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო.
მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. იმისთვის რომ ის გავიდეს საზღვარგარეთ იქნება ეს სამკურნალოდ, თუ ნებისმიერი სხვა მიზანი, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი. ამისთვის აუციელბელია, რომ სასჯელი იყოს გადავადებული ან ის იყოს გათავისუფლებული. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში როდესაც ჩვენთან არის მსჯავრდებული პატიმარი, ჩვენ მას ვერ გავუშვებთ ვერც საზღვარგარეთ და ვერს ნებისმიერ სხვა ადგილას თუ ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს"- განაცხადა მინისტრმა.