"იყო გარკვეული ხარვეზი, ხდება ხოლმე..." - ბრეგაძე გოგაშვილის წაშლილ კადრებზე

29.08.22 17:28
"იყო გარკვეული ხარვეზი, ხდება ხოლმე..." - ბრეგაძე გოგაშვილის წაშლილ კადრებზე

როგორ გაითიშა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სათვალთვალო კამერების ჩანაწერები? აღნიშNულ ფაქტზე მკაფიო პასუხი რატი ბრეგაძეს არ აქვს. 

იუსტიციის მინისტრი სოსო გოგაშვილის სკანდლაური ბრალდებების შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ, მაგრამ მედიას შაბლონური პასუხი გასცა. "მოკვლევა დაიწყო" - განაცხადა მინისტრმა

როდესაც ჩვენ და შესაბამისმა თანამშრომლებმა დაიწყეს იმ მოთხოვნაზე მუშაობა, რომელიც იყო სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, აღმოჩნდა, რომ იქ იყო გარკვეული ხარვეზი, ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ხარვეზები სამწუხაროდ და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც სახალხო დამცველს, ასევე საგამოძიებო ორგანსაც. მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი რამე იყოს. რა მოხდა, როგორ მოხდა ამის შესახებ, ვინც დაინტერესებულია, ამ ინფორმაციით, ჩატარდება საგამოძებო მოქმედებებიდ ა გაირკვევა“. - ამბობს რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ, როცა სახლხო დამცველმა გოგაშვილის საქმეზე პენიტენციურიდან კამერების ჩანაწერები გამოითხოვა, უწყებამ ომბუცმენს უთხრა, რომ ჩამწერი მოწყობილობები ციხეში მწყობრიდან იყო გამოსული. 

წესით, ამ ჩანაწერებში სოსო გოგაშილის საკნიდან აბაზანაში  ოთხჯერ გაყვანის ეპიზოდი უნდა ყოფილიყო ასახული. ეს კი დაადასტურებდა სუს-ის ყოფილი ბოსის ვერსიას, რომ ციხეში მას ტელეფონით ვახტანგ გომელაური ესაუბრა და ბიძინა ივაიშილის მუქარა გადასცა.

მსგავსი სიახლეები