თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის - რატომ ყიდის ძვირადღირებულ ვერტმფრენს სახელმწიფო?
რატომ ყიდის ძვირადღირებულ ვერტმფრენს სახელმწიფო? - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ "სუპერ პუმა" უნდა ჩანაცვლდეს არა ფუფუნების საგნით, არამედ ისეთი ტიპის საფრენი საშუალებებით, რომელიც გამოყენებული იქნება სამაშველო ოპერაციებში, საგანგებო სიტუაციებში, ან სხვა საჭიროებებისთვის, რაც ქვეყანას აქვს.
ჩვენ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ... ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ. - განაცხადა მინისტრმა.
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაყიდ "სუპერ პუმას" პრემიერი ღარიბაშვილი ყიდის, მიღებული თანხით კი საქართველო სამი ახალი ვერტმფრენის შეძენას აპირებს.