თუ ეს „სუპერ პუმა“ არ იყო საჭირო, 10 წელი რისთვის ინახავდა მაშინ სახელმწიფო - სამადაშვილი
ოპოზიციის პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს - პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სასაცილოს უწოდებს პრემიერის განცხადებას და ამბობს, რომ არავის სჯერა მმართველი გუნდის ბინძური, რუსული პროპაგანდის მეთოდების.
სამადაშვილს უჩნდება კითხვა, თუ „სუპერ პუმა“ არ იყო საჭირო, მაშინ 10 წელი რისთვის ინახავდა სახელმწიფო.
„ეს არის ჩიხში შესული ხელიუფლების უსუსური მცდელობა, რომ საკუთარი შეცდომები მუდმივად დააბრალოს სხვას. ეს თვითონ ღარიბაშვილსაც ხო არ სჯერა და ეს არის ბინძური, რუსული პროპაგანდის მეთოდები. თუ ეს „სუპერ პუმა“ არ იყო საჭირო, 10 წელი რისთვის ინახავდა მაშინ სახელმწიფო მას და რატო აქამდე არ მოხდა მისი გაყიდვა და სხვისი შეძენა. ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, რომ ეს ხალხი მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას“.- ამბობს სალომე სამადაშვილი.
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაყიდ "სუპერ პუმას" პრემიერი ღარიბაშვილი ყიდის, მიღებული თანხით კი საქართველო სამი ახალი ვერტმფრენის შეძენას აპირებს.