ჩვენ დავდივართ ასანთით და ცოტა შეძლებულები სანთებელებით - ჯაფარიძე პრემიერს პასუხობს

29.08.22 17:52
ჩვენ დავდივართ ასანთით და ცოტა შეძლებულები სანთებელებით - ჯაფარიძე პრემიერს პასუხობს

ოპოზიციის პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ისინი დადიან სხვადასხვა ადგილებში ასანთით და სანთებელებით და ისინი აჩენენ ხანძრებს.

ჯაფარიძის თქმით, „ოცნება“ პრინციპულად არ იყენებს „უსპერ პუმას", რადგან ის სააკაშვილის ნაყიდია.

„ჩვენ დავდივართ ასანთით და ცოტა შეძლებულები სანთებელებით სხვადასხვა ადგილებში. კლასიკური პოლიტიკური თამაშია, რაც მაგათ ახასიათებთ. პრინციპული ამბავი მათთვის ის არის, რომ, რადგან სააკაშვილის ნაყიდია, არ გამოიყენონ, როგორც სააკაშვილის აშენებულ შენობებს ებრძოდნენ. მათი ინტერესი არის, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში და რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელონ ჭამა“. - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაყიდ "სუპერ პუმას" პრემიერი ღარიბაშვილი ყიდის, მიღებული თანხით კი საქართველო სამი ახალი ვერტმფრენის შეძენას აპირებს. 
 

მსგავსი სიახლეები