ხელისუფლებას, რომელსაც 10 წელია ერთი ვერტმფრენი ვერ უყიდია, ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს - ნიკა მელია
ხელისუფლებას, რომელსაც 10 წელია ერთი ვერტმფრენი ვერ უყიდია, ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პრემიერის გადაწყვეტილებას, რომელიც "სუპერ პუმას" ყიდის, სანაცვლოდ კი 3 ვერტმფრენს ყიდულობს.
არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის, ან ვისი მხარდამჭერი ხარ, ცხოვრობ ქვეყანაში, სახელმწიფოში, რომელიც 10 წელია ლაპარაკობს ვერტმფრენის ყიდვაზე და ვერ უყიდია, შეუძლებელია არ დაგეუფლოს უსუსურობის, არასრულფასოვნების განცდა, პესიმიზმი.
ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა და სახელმწიფოს 10 წელიწადია 1 ცალი ვერტმფრენი ვერ გვიყიდია.
ხელისუფლებას, რომელსაც 10 წელია ერთი ვერტმფრენი ვერ უყიდია, ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს - მაგრამ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი!"- წერს მელია.