შეუძლიათ, საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავიანთი სპეციალისტები - სააკაშვილის შეთავაზება ხელისუფლებას

30.08.22 11:24
შეუძლიათ, საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავიანთი სპეციალისტები - სააკაშვილის შეთავაზება ხელისუფლებას

მესამე  პრეზიდენტის შეთავაზება საქართველოს ხელისუფლებას - მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ექპერტიზის დასკვნის მომზადების პროცესში ხელისუფლებისთვის სანდო სპეციალიტები ჩაერთონ.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ყველა წუთს და წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც აუცილებელია, დასკვნის დადება არ გაჭიანურდეს.

„ბატონ რატი ბრეგაძეს, როგორც იურისტს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ტერმინი საქმის გაჭიანურება. ემ ამჟამად ემსახურება მხოლოდ გაჭიანურებას, ამიტომაც გაჭიანურებას რომ არ ჰქონდეს ადგილი იქეთ ვთავაზობ გამოსავალს. ეხლავე შეუძლია, ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავიანთი ჯგუფები. თავად საქმის გაჭიანურება დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებასთან. საქმე არ უნდა გაჭიანურდეს, თორემ როდესაც სასამართლოშ შევიტანთ შუამდგომლობას, თუ იქნება დასკვნა ისეთი, რომ მივმართოთ სასამართლოს, იმ შემთხვევაში დავაყენებთ მოსამართლის წინაშე, რომ არ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა.  და კიდევ ერთი, თუ ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ რომელიმე დაწესებულება დანიშნავს ამ სასამართლო ექსპერტიზას, აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას ხრიკი, რომელსაც ხშირად მიმართავს ხოლმე სახელმწიფო, რომ აი ჩატარდა ექსპერტიზა, ჩაუტარდა ამ პირველი ექსპერტიზიდან მეორე ექსპერტიზამდე მკურნალობა და გაუმჯობესდა. ეს ჩვენ გვაქვს ნანახი წლების განმავლობაშ“. - ამბობს ხაჭაპურიძე. 

სააკაშვილის  ექპერტიზა დასრულებულია. ამერიკელმა  ფსიქიატრმა და გაეროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა  ქვეყანა უკვე დატოვეს. სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად ექპერტებმა ის კადრებიც შეისწავლეს, რომლითაც გლდანის ციხეში ექს-პრეზიდენტზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობა დასტურდება.

უცხოელი სპეციალისტები დასკვნას სამ სექტემბერს  გაასაჯაროვებენ, თუმცა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პროცესი არ გააჭიანუროს და ალტენატიული ექსპერტიზა არ დაგეგმოს დაპატიმრებული პრეზიდენტი ხელისუფლებას დასკვნის მომზადების პროცესში  მათთვის  სანდო სპეციალისტების ჩართვას სთავაზობს.


 

მსგავსი სიახლეები