ვინ დაიკავებს სახლხო დამცველის პოსტს - პარლამენტში კონსულტაციები დღეს დაიწყო

30.08.22 12:25
ვინ დაიკავებს სახლხო დამცველის პოსტს - პარლამენტში კონსულტაციები დღეს დაიწყო

ვინ დაიკავებს სახლხო დამცველის პოსტს - პარლამენტში კონსულტაციები დღეს იწყება.

ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება ომბუდმენის შერჩევის წესზე მსჯელობას რამდენიმე საათში დაიწყებენ, თუმცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ „ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

ენმ-ს წევრის გიორგი ბოტკოველის თქმით, ოპოზიცია დღეს იმსჯელებს სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით და მათ ერთობლივ პოზიციას სხდომის შემდეგ გააჟღერებენ.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატს. ერთი რამე მინდა აღვნიშნო, რომ ის შეხვედრები, რომლებსაც კონსულტაციები დაარქვეს და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, აი ერთი რამე ხელშესახები საკითხი თუ მაინც თუ შერიძლება დაასახელოს ხელისუფლებამ რა გადაწყვეტილებები მიიღო, რაც რეალურად შეცვლიდა ქვეყნის მდგომარეობას, რომ გავხდეთ კანდიდატი ქვეყანა. ოპოზიციას გვაქვს ერთობლივი შეხვედრა და გადავწყვეტთ, რა იქნება სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია". - ამბობს ბოტკოველი.

პარლამენტმა სახლხო დამცველი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რადგან ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება.
 

მსგავსი სიახლეები