ყურძნის მოვლის გაორგაგებული ხარჯი - ენმ ადიკო ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს
უმძიმესი რეალობა ქვეყნაში და გაზრდილი ფასები. ენმ-ს წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, გლეხები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
მისი თქმით, მთავრობის მიერ შექმნილის გლეხის ხელშეწყობის შტაბი სხვა არაფერია თუ არა გლეხის დაღუპვის შტაბი.
ბოტკოველი ასევე ყურადღებას ამახვვილებს ყურძნის ფასებზე, რომელსაც, მისი თქმით, ქვეყანაში ადიკო ივანიშვილი ადგენს.
„მინდა გამოვეხმაურო ე.წ. პრემიერ მინისტრის გუშინდელ განცხადებას, სადაც ის ურცხვად იტყუებოდა და დასცინოდა ქართველ ხალხს, როდესაც საუბრობდა, რომ თურმე ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა მიმდინარეობს, იზრდება მოსახლეობის შემოსავლები და კლებულობს უმუშევრობა.
იმ დროს როდესაც ქვეყანაში არის ეკოლოგიური კატასტროფა და ადამიანები მოსავალს ვერ იღებენ, ისინი ქმნიან შტაბებს და არქმევენ გლეხის ხელშეწყობის შტაბს, მაგრამ ყურძნის და რთველის შემთხვევაში, ეს არის გლეხის დაღუპვის შტაბი, ერთადერთი ადიკო ივანიშვილის მომსახურების შტაბი, რომელიც ადგენს ფასს და გლეხს ეუბნება, რომ ეს იქნება ფასი და ქარხნებს უკარნახებს, რომ ამაზე მეტი ყურძენში არ უნდა გადაიხადონ“. - ამბობს ბოტკოველი.