ვინ იქნება მომავალი ომბუდსმენი? - ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის პოსტზე მხარს NGO-ების მიერ დასახელებულ კანდიდატს დაუჭერს

30.08.22 13:32
ვინ იქნება მომავალი ომბუდსმენი? - ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის პოსტზე მხარს NGO-ების მიერ დასახელებულ კანდიდატს დაუჭერს

შეთანხმება მიღწეულია - ოპოზიციის ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე მხარს არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატს დაუჭერს.

ერთობლივი გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობამ", "ლელომ"  და "სტრატეგია აღმაშენებელმა" ცოტახნის წინ გამოაცხადეს. 

პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი   სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში "ოცნებასთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი არც პარლამენტში ერთ საათში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება,  რომლსაც ხელისუფლება  ომბუდსმენის შერჩევის წესზე მსჯელობისთვის გეგმავს.

ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ენმ პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრას არ დაესწრება და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ისინი კანდიდატის შერჩევაზე უკვე მუშაობენ და მათ შერჩეულ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. ჩვენი ფრაქცია მზადაა, წარადგინოს ეს კანდიდატი.

ჩვენ ფორმალურ შეხვედრებზე, რაც გულისხმობს ბიუროსა და კომიტეტებზე საკითხის განხილვას, მზად ვართ ჩავერთოთ ამ დისკუსიაში. მანამდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება "ლელოს", დავით უსუფაშვილის თქმით,  საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა ომბუდსმენის კანდიდატი უნდა შეარჩიონ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან, ზუსტად ისევე, როგორც წინა ომბუდსმენის შერჩევა მოხდა. 

სამუშაო ჯგუფებზე „ლელოს“ პოზიცია უცვლელია. ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ვერთვებით. იმისთვის რომ ჩვენ გვყავდეს დამოუკიდებელი, ძლიერი ომბუდსმენი მომავალშიც, რომ შესრულდეს ევროკავშირის ძალიან მკაფიო მითითება, რომ უნდა მოვახერხოთ დამოუკიდებელი და მაღალი ნდობის მქონე კანდიდატი ომბუდსმენად, ჩვენ ვთავაზობთ ყველას - არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის მქონე ხალხიდან შევარჩიოთ კანდიდატი, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია მხარს დავუჭერთ ერთობლივად. შეგახსენებთ, 90 ხმა არის საჭირო ომბუდსმენის ასარჩევად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ სრულად ენდობიან, სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ პროცესს. 

დაველოდებით იმ კანდიდატებს, რომლებსაც შეარჩევს მესამე სექტორი და ამ კანდიდატებიდან ავარჩევთ იმ სახალხო დამცველის კანდიდატს, რომელსაც მხარს დაუჭერს სტრატეგია აღმაშენებელი. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ფლანგზე ეს პოზიცია იქნება გაზიარებული"- თქვა საძაძემ. 

მსგავსი სიახლეები