ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული - ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ

30.08.22 18:00
ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული - ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ

ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქმეზე დაიკითხება ბინის მეპატრონე, რომლის თვალწინაც ჩხრეკა ჩატარდა 

სასამართლომ დასაშვებად ცნო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაცვის მხარე ითხოვდა გარკვეული მტკიცებულებების ამორიცხვას, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეული იქნება საქმის არსებითი განხილვის დროს და დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე აღნიშნულ მტკიცებულებებს არ გაიზიარებს.

აღნიშნულ საქმეზე დაიკითხება ბინის მეპატრონე, რომლის თვალწინაც ჩხრეკა ჩატარდა და მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდება, რომ ძმებ კაკულიებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ შეძენილი.

 ბრალდება მკვლელობის მცდელობის ნაწილში არის სრულიად აბსურდული

მსგავსი სიახლეები