"გოგაშვილმა გამომძიებლებს პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე და ე.წ. ადვოკატის ეპიზოდზე სრულყოფილი ჩვენება მისცა“ - ადვოკატი

30.08.22 18:44
"გოგაშვილმა გამომძიებლებს პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე და ე.წ. ადვოკატის ეპიზოდზე სრულყოფილი ჩვენება მისცა“ - ადვოკატი

„სოსო გოგაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე, ე.წ. ადვოკატის ეპიზოდზე სრულყოფილი ჩვენება მისცა“ - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის გამოკითხვა დასრულდა.

რაც შეეხება არჩევნების გაყალბების სქემას, გამომძიებლებმა გოგაშვილს განუცხადეს, რომ ამ საკითხზე ჯერ პროკურატურა ჩამოყალიბებული არ იყო და დეტალურად შემდეგ მიაწვდიდნენ ინფორმაციას:

სოსო გოგაშვილმა დაადასტურა, რომ მესამე ადვოკატი, რომელიც მასთან ერთხელ იმყოფებოდა ციხეში, მას და მის ოჯახს არ დაუქირავებია, ხელშეკრულება მასთან თავისი ნებით არ გაუფორმებია, ამ ადვოკატის მონაცემები იოსებ ოგაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადასცა დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილემ  ბატონმა დავით ხარიტონაშვილმა და უთხრა, რომ ეს გზავნილი მოდიოდა ვახტანგ გომელაურისგან, რომ ეს სწორედ ის ადვოკატი იყო, რომელიც ვახტანგ გომელაურმა უთხრა სოსო გოგაშვილს ერთ-ერთი საუბრის დროს.

შემდეგ ეს ინფორმაცია გადავეცით ოჯახს, ოჯახი დაუკავშირდა ჩვენი მეშვეობით ამ ადვოკატს და ასე მოხდა ამ ადვოკატის ჩართულობა. იცით, რომ ეს ადვოკატი იოსებ გოგაშვილთან ერთხელ იყო შესული. როგორც გოგაშვილმა დღეს გამოკითხვაში უჩვენა, მან ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია, რომ იგი პროკურატურიდან მოდიოდა და ის შეეცდებოდა შუამავალი ყოფილიყო პროკურატურასა და იოსებ გოგაშვილს შორის, რათა სამართლებრივად დაელაგებინათ აფგან მუხთარლის საკითხზე ჩვენების დეტალები, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით.

იოსებ გოგაშვილმა ასევე უჩვენა, რომ მუთხარლისთან დაკავშირებით პროკურატურის გზავნილი იყო, რომ მას უნდა მიეცა ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით, აღელვების ნიადაგზე გაკეთებული განცხადება იყო, რომ რაიმე კონკრეტულ ფაქტებსა და დეტალებს ის არ ფლობდა. ხოლო რაც შეეხებოდა არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც ეყრდნობა იოსებ გოგაშვილის მიერ მიცემულ მტკიცებულებებს, ამასთან დაკავშირებით მას განუცხადეს, რომ ჯერ პროკურატურა ჩამოყალიბებული არ იყო და დეტალურად შემდეგ მიაწვდიდნენ ინფორმაციას“, - განაცხადა ღონღაძემ.

მსგავსი სიახლეები