ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე თანხმობას აცხადებს

30.08.22 20:27
ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე თანხმობას აცხადებს

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე შეთანხმდნენ - განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. 

"ადგილზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება", - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, სამუშაოების დაწყება აუცილებელია უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების დასადგენად.

მსგავსი სიახლეები