80% არის შანსი იმისა, რომ სააკაშვილი დარჩეს ინვალიდი - ადვოკატი
" მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის მინიმუმ ორი-სამი წელი დასჭირდება"- მესამე პრეზიდენტის ექსპერტზის დასკვნის სავარუდო დეტლებზე "პირველებთან" ცენტრ „ ემპათიას „ ექსპერტებმა ისაუბრეს.
დადგენილია, რომ სააკაშვილს რამდენიმე მძიმე დიაგნოზი აქვს.
„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. უკვე დროა რომ ჩაერთოს სარეაბილიტაციო ღონისძიებები, რომელთა ხანგრძლივობა, დრო და ადგილი გადაწყდება მას მერე, რაც პაციენტი ქინება მზად, ანუ სასჯელის გადავადება იქნება. რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ხანგრძლივი პროცესი იქნება“. - ამბობს ოთარ თოიძე.
პარალელურად სასჯელის გადავადების საკითხზე სააკაშვილის ადვოკატებმა სამართლებრივი კონსულტაციები დაიწყეს. პირველი შეხვდრა რამდენიმე წუთში რუსთავის ციხეში დაიწყება, სადაც შალვა ხაჭაპურიძე მესამე პრეზიდენტის დაკავებულ ადვოკატს ნიკა გვარმიას შეხვდება.
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიასთან არის რიგი გასავლელი საკითხები.
ასევე ის ჩვენთან მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესზე საუბრობს და ამბობს, რომ შეიძლება დაპატიმრებული პრეზიდენტი ინვალიდი დარჩეს.
„ითქვა, რომ 80 % არსებობს იმის შანსი, რომ მიხეილ სააკაშვილი დარჩეს ინვალიდი და შესაძლოა ვერანაირი რეაბილიტაცია ვერ მოხერხდეს“. - ამბობს ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, რომ დასკვნა 3 სექტემბერს უნდა გასაჯაროვდეს და ამის შემდეგ უფრო ზუსტად გახდება ცნობილი, გადაუვადებენ თუ არა სასჯელს მესამე პრეზიდენტს და მოხდება თუ არა მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.