პროცესი ისე უნდა წარიმართოს, როგორც ეს ნინო ლომჯარიას წარდგენის დროს მოხდა - სიმონიშვილი
ფორმალური კონსულტაციები დაწყებულია -"ქართული ოცნება " სახალხო დამცველის არჩევის წესზე სასაუბროდ არასამთავრობო სექტორთან შეხვდრას მართავს.
საიას“ ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის თქმით, პროცესი ისე უნდა წარიმართოს, როგორც ეს ნინო ლომჯარიას წარდგენის დროს მოხდა.
„მნიშვნელოვანია პოლიტიკური სუბიექტების მზაობა და თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩენ წარვმართოთ პროცესი ისე, როგორც ეს ნინო ლომჯარიას წარდგენის დროს წარიმართა. მაშინ, როდესაც შერჩეული იყო რამდენიმე კანდიდატი და ამ კანდიდატებზე მსჯელობა მიმდინარეობდა პარტიებს შორის და რეალიზება მოხდა იმისა, რომ კონსენსუსი იქნა მიღწეული სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით“. - ამბობს სიმონიშვილი.
პარლამენტმა სახლხო დამცველი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რადგან ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება.