არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაწყვეტილება გვიკარნახოს - სარჯველაძე ომბუცმენის არჩევაზე
რამდენად მისაღებია "ოცნებისთვის" იმ კანდიდატის მხარდაჭერა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი დაასახელებს - ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებისას ხელისუფლება ეცდება ყველას პოზიცია ასახოს, თუმცა, მისი თქმით, არავის არ აქვს უფლება რომ გადაწყვეტილება უკარნახოს მმართველ გუნდს
რატომ უნდა იყოს შეზღუდული რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ან მათი ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატი იყოს მავალდებულებელი უკლებლივ ყველა პოლიტიკოსისთვის. ეს მაინც და მაინც სამართლიანი არ მგონია“, - განაცხადა სარჯველაძემ. ვეცდებით ყველას პოზიცია აისახოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, ვინმეს ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაწყვეტილება გვიკარნახოს და პოლიტიკოსებს გვითხრას - „მხოლოდ ეს იქნება შენი არჩევანი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისათვის, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორს ხვდება.