სახალხო დამცველის არჩევის შედეგები უნდა იყოს ღია - იოსელიანი

31.08.22 14:27
სახალხო დამცველის არჩევის შედეგები უნდა იყოს ღია - იოსელიანი

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის შერჩევის წესზე კანონპროექტს აინიცირებს.

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სახალხო დამცველის არჩევის შედეგები უნდა იყოს ღია და ასევემოითხოვს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ ვინ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

„მოქალაქეებს“ მიგვაჩნია, რომ ის ჩანაწერი რეგლამენტში, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც გულისხმობს სახალხო დამცველის არჩევის ფარულობას, უნდა გაუქმმდეს და სახალხო დამცველის არჩევის შედეგები უნდა იყოს ღია.

ფარულობა უწყობს ხელს პროცესს, როდესაც შეიძლება ისე იქნას 90 ხმა მობილიზებული, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს, ვინ მისცა საბოლოოდ სახალხო დამცველის არჩევას მხარი და ავინ შეიკავა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი“. - ამბობს ლევან იოსელიანი.

ცნობისათვის, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორს ხვდება.

მსგავსი სიახლეები