ალბათ, პრეზიდენტმა სიტუაცია გაანალიზა და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა - ვოლსკი ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე
„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, რომ მან ხელი მოაწერა „გაეროში“ დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტს, კმაყოფილია.
გია ვოლსკის თქმით, საბოლოოდ პრეზიდენტი სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა.
სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სიტუაცია გაანალიზა და შედეგად სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა - საკითხი ადრე თუ გვიან, გადაწყდა და გადაწყდა მართებულად! ეს არ არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, როგორც არაერთხელ განვმარტეთ. ეს არის აუცილებლობა, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი დასკვნა გააკეთოს, კონსტიტუციით რა უფლებამოსილებას ფლობს პრეზიდენტი, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები“. - ამბობს ვოლსკი.