"ოცნება" პრეზიდენტს იმ მწირ უფლებამოსილებასაც კი უზღუდავს - მანჯგალაძე ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე

31.08.22 15:48
"ოცნება" პრეზიდენტს იმ მწირ უფლებამოსილებასაც კი უზღუდავს - მანჯგალაძე ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე

სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტის მიერ „გაეროში“ დავით ბაქრაძის დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნება" იმ მწირ უფლებამოსილებასაც კი უზღუდავს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქვს.

მანჯგალაძის თქმით, მმართვეს გუნდს პრეზიდენტი შინაპატიმრობაში ჰყავს და მისი უფლებამოსილება მხოლოდ ფაქსიმილიის დარტყმით შემოიფარგლება.

„ქართულ ოცნებას“ უნდა რომ სალომე ზურაბიშვილი თავის უფლებამოსილებას, ისედაც მწირს, არ ასრულებდეს. პრეზიდენტი ჰყავდეს შინაპატიმრობაში. რაც შეეხება ელჩების დანიშვნას, მისი უფლებამოსილება შემოიფარგლებოდეს ფაქსიმილიის დარტყმით შემოტანილ კანდიდატურებზე. ქართული „ოცნება“ ვერ იტანს განსხვავებულ პოზიციას. ისინი ბიძინასთან დაკავშირებით არიან ერთნი და ივანიშვილს უმტკიცებენ ვინ უფრო შეასრულებს მის დავალებას“. - ამბობს მანჯგალაძე.
 

მსგავსი სიახლეები