საკანონმდებლო ცვლილებებს არ გამოვრიცხავთ - მდინარაძე სახალხო დამცველის შერჩევაზე

31.08.22 15:58
საკანონმდებლო ცვლილებებს არ გამოვრიცხავთ - მდინარაძე სახალხო დამცველის შერჩევაზე

ხელისუფლება სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებას გეგმავს. „ქართულ ოცნებას“ დღეს განცხადებების გაკეთება აქვს დაანონსებული, თუმცა „პირველებისთვის“ უკვე ცნობილია, რომ ომბუდსმენს ძველი წესით აღარ აირჩევს.

მამუკა მდინარაძის პირდაპირ აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

„დღეს საღამომდე ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრებიდან გამომდინარეობს. 3-4 საათის განმავლობაში წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიურობას,რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არასამთავრობოების ჩართულობაც იყოს და ასევე ჩვენი ოპონენტების გუშინდელი აზრებიც იყოს გათვალისწინებული. მათ შორის როგორი საკითხები დაიწყო იცით, კენჭისყრის ფარულობა თუ ღიაობა და ასეთ საკითხებზეც კი შეგვიძლია უკვე რომ გადაწყვეტილება გითხრათ. არ გამოვრიცხავთ, მათ შორის, არც საკანონმდებლო ცვლილებებსაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 

მსგავსი სიახლეები