მოძალადე პოლიციელის გირაოთი გათავისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა
მოძალადე პოლიციელის გირაოთი გათავისუფლებას სამოქალაქო საზოგადობის პროტესტი მოჰყვა.
აქტივისტები ამბობენ, რომ ამით სასამართლომ პრაქტიკულად პოლიციელების მხრიდან ძალადობას მწვანე შუქი აუნთო და ეს არის საშიში სიგნალი ხალხისთვის.
აქტივისტები,რომლებიც პოლიიციის მხრიდან ძალადობის მსხერპლი არა ერთხელ გამხდარან, ამბობენ, რომ ეს არის ძალადობის წახალისება და მათთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიუღებელია.
„ის, რომ სათანადო რეაქცია არ აქვს ხოლმე კონკრეტული სისტემის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის ფაქტებს და მათ შორის საჯაროდ ცნობილ ძალადობის ფაქტებს, ეს მხოლოდ ახალისებს და მწვანე შუქს უნთებს მომდევნო ძალადების შემთხვევებს და ამიტომაც არის, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე, ჩვენ, მათ შორის აქტივისტები ვაპროტესტებდით კონკრეტულ შემთხვევებს, სადაც ჩანდა, რომ სისტემამ გარყვნა უბრალოდ კონკრეტული სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები და ისინი აქცია მოძალადე ზონდერ ელემენტებად“. -ამბობს „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.
პოლიციის თანამშრომელი ვინც დაკავებულ მოქალაქეს პოლციის მანქანაში თავში ხელბორკილი ურტყა და სცემა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის მიუხედვად სასამართლომ გირაოთი გამოუშვა.