რუსეთის დროშა ქუთაისის პარკში - ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში

31.08.22 17:32
რუსეთის დროშა ქუთაისის პარკში - ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ოკუპანტი ქვეყნის დროშის აღმართვას და ამ უმძიმეს ფაქტზე "ქართული ოცნების" დუმილს  აპროტესტებენ. 

აქტივისტებმა დღეს ქალაქის მერს სტიკერი წარწერით "პუტინი ოკუპანტია" გადასცეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი პოსტერი იოსებ ხახალეიშვილმა გადააგდო. 

თუმცა მერიის რეაგირება ასეთი სწრაფი მაშინ არ ყოფილა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის დროშა რამდენმე დღის განმავლობაში ქუთაისში იყო აღმართული.

პირს, რომელმაც რუსული დროშა აღმარტა მერიამ სანცია მხოლოდ დღეს დაკისრა.
 

მსგავსი სიახლეები