"ოცნებასთან“ კომპრომისები არ ჭრის - ვაშაძის თქმით, პრეზიდენტს ბოლომდე უნდა დაეჭირა საკუთარი პოზიცია
დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნა და პრეზიდენტის შეცვლილი გადაწყვეტილება - "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ბოლომდე უნდა დაეჭირა საკუთარი პოზიცია.
ვაშაძე პრეზიდენტს ურჩევს, რომ „ოცნებასთან“ კომპრომისებზე არ წავიდეს, რადგან მისი თქმით, „რაც უფრო მეტად დაუხრი თავს, მით უფრო სწრაფად გადაგივლიან“.
"საერთოდ, როცა პოზიციას აირჩევ, თანმიმდევრული უნდა იყო და ბოლომდე გეჭიროს შენი პოზიცია. თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა, დახმარება, კოორდინაციაა საჭირო, ჩვენ მზად ვართ, რომ გავამხნეოთ და არ შეცვალოს ხოლმე პოზიცია. ზოგადად ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კომპრომისების ენა არ ჭრის. თავს რაც უფრო მეტს დაუხრი, მით უფრო სწრაფად გადაგივლიან თავზე". - ამბობს ვაშაძე.