სუსმა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო
ბათუმის მერია სკანდალში ეხვევა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაცემული სამშენებლო ნებართვების საქმით დაინტერესდა. უკვე გამოიკითხა არქიტექტურის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მირიან მეტრეველს პირადი მობილური ტელეფონიც კი ჩამოართვეს.
მეტრეველი მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს, შესაბამისად უცნობია, კონკრეტულად რომელი მშენებლობის ნებართვით დაინტერესდა სუსი.
ამ დრომდე უცნობია გამოიკითხა თუ არა მერი არჩილ ჩიქოვანი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მირიან მეტრეველი ჩიქოვანისა და თორნიკე რიჟვაძის თანხმობის გარეშე ვერ იმოქმედებდა.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მირიან მეტრეველი თანამდებობიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც აჭარის მთავრობის მეთაურს დაუპირისპირდა.
ამ ქალაქში უამრავი უკანონოდ გაცემული მშენებლობის ნებართვაა და უამრავი უკანონო მშენებლობაა. თუმცა ახლა ამ ყველაფრის მირიან მეტრეველისთვის გადაბრალება, რა თქმა უნდა სწორი არ არის.
აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის ცნობილი და სკანდალური მოსვლა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, სადაც ბატონი რიჟვაძე განსაკუთრებული უზრდელობით გამოირჩეოდა. ამას შეფასებებიც მოჰყვა, რა თქმა უნდა "ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ მოიწონა ეს, მაგრამ მირიან მეტრეველს ხმამაღლა მოუწია იმის თქმა, რომ ტერმინოლოგიას, რითაც საუბრობდა რიჟვაძე არ ეთანხმებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამის გამო მოხდა მისი გაშვება სამსახურიდან მეორე დღესვე"- განაცხადა "ტვ პირველთან" , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.