ხელისუფლება ქმნის 12 პუნქტის შესრულების ილუზიას, ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის - გახარიას გუნდი

01.09.22 12:45
ხელისუფლება ქმნის 12 პუნქტის შესრულების ილუზიას, ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის - გახარიას გუნდი

"გახარიას" გუნდი, "ოცნების"  წინააღმდეგ -  პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ილუზიას ქმნის.

მეზვრიშვილის განცხადებით, „ოცნება“  ერთი ადამიანის ხელში უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟისთვის  არაფერს აკეთებს. 

ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების გეგმა ჯერ კიდევ 17 ივნისს გამოვაქვეყნეთ. თითოეული წინადადების მიზანია, შეიქმნას მყარი საფუძველი ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საბოლოო ჯამში კი, არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრის და კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ვითხოვთ ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის პოლიტიკური კონსენსუსით, მაღალი ლეგიტიმაციით არჩევას, რათა უწყებები გათავისუფლდნენ პარტიული გავლენებისგან, არჩევნებზე აღმოიფხვრას სისტემური ზეწოლები, ვითხოვთ, რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რათა არჩევნებზე აღმოიფხვრას შავი ფულის გამოყენება, სათანადოდ იქნეს გამოძიებული ამომრჩეველთა მოსყიდვის და ელიტური კორუფციის შემთხვევები.

 ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის უფლების მინიჭებას, რათა საქართველოს მილიონნახევარზე მეტმა მოქალაქემ, რომელიც პრაქტიკულად ქვეყანას არჩენს, შეძლოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. ჩვენ ვითხოვთ, სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობას, განსაკუთრებული აქცენტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საპროკურორო საბჭოზე და არა მეორეხარისხოვან ცვლილებებზე წარდგენილი წინადადებების საბოლოო მიზანია, რეალური დეოლიგარქიზაცია არა მოჩვენებითად, კანონის მიღებით, არამედ ფუნდამენტური სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებით“- განაცხადა მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, „ოცნებას" 12 პუნქტის რეალური შესრულებისკენ მიმართული მათი წინადადებების მხარდაჭერის მზაობა არ გამოუხატავს.

ხელისუფლება ქმნის 12 პუნქტის შესრულების ილუზიას. „ოცნების“ ამ დრომდე მოქმედი სტრატეგია მეორეხარისხოვანი, პროცედურული საკანონმდებლო ცვლილებებისკენ არის მიმართული და მიზნად არ ისახავს ქვეყანაში ძალაუფლების ლოგიკის ცვლილებას ერთი ადამიანის ხელში უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟს.

პარალელურად ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებს, ცვლის არჩევნების შედეგებს, ემზადება მომდევნო არჩევნების გაყალბებისთვის, აგრძელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, თავს ესხმის დასავლეთს და ა.შ.“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად, 12 პუნქტის შესრულების მიზნით პარტია სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას და ინიციატივების წარდგენას აგრძელებს. 

მსგავსი სიახლეები