მიხეილ სააკაშვილის საქმეში სახელმწიფო ექსპერტიზა ერთვება
მიხეილ სააკაშვილის საქმეში სახელმწიფო ექსპერტიზა ერთვება. იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად სამხარაულის ბიუროს მიმართავს.
"სააკაშვილი უკვე დიდი ხანია კლინიკაშია და დასადგენია მისი მდგომარეობა"- თქვა დღეს იუსტიციის მინისტრმა.
ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან იმისათვის, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო.
თქვენ გინდათ, იმგვარად წარმოაჩინოთ, რომ სახელმწიფომ რაღაც დააკლო. სახელმწიფოს ნამდვილად არ დაუკლია არაფერი. პირიქით, აკეთებს ყველაფერს.
რაც შეეხება ექსპერტიზიის არგუმენტაციას, ექსპერტიზა გვინდა ჩავატარით იმ მიზნით, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს"- განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში ვერ წავა თუ სასამართლომ მას სასჯელი არ გადაუვადა.
იმისთვის, რომ ადამიანი გავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი. მსჯავრდებული პატიმარი რომ არ იყოს კონკრეტული პატიმარი, მისი სასჯელი ან გადავადებული ან ის სასჯელისგან უნდა იყოს გათავისუფლებული. ამ გადაწყვეტილებას კი იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო"- დასძინა მინისტრმა.