დააპატიმრეთ ოლიგარქი - შალვა ნათელაშვილი ცივილიზებულ სამყაროს
დააპატიმრეთ ოლიგარქი - ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ისეთი საერთაშორისო ნორმების ამოქმედებას ითხოვს, როგორიცაა ჟენევის კონვენცია, რომის სისხლის სამართალი, გაერო-ს წესდება, რუანდის, იუგოსლავიის ტრიბუნალები.
შავლა ნათელაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის მიერ მართული სახელმწიფო მანქანით კრემლის მთავარ მოკავშირედ და იდეოლოგად იქცა, ამიტომაც მისი დაპატიმრება და საერთაშორისო კანონმდებლობით გასამართლება აუცილებელია.
დგება გადამწყვეტი ეტაპი ჩვენი მომავლისა და ქართული სახელმწიფოს განვითარებაში. ან მოვიცილებთ ოლიგარქიულ რეჟიმს, ან მომავალი იქნება გაურკვეველი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე.
ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ძალადობრივი რეჟიმი დღეს წარმოადგენს ქვეყანაში დემოკრატიის, სოციალური, ეკონომიკური პოლიტიკის პერსპექტივების მახრჩობელას, რომელმაც დაამყარა დიქტატურა, იყიდა სახელმწიფო, დაცალა ხალხისგან ქვეყანა, მიითვისა ეროვნული სიმდიდრე, ყველაფერ ამასთან ერთად იგი მოგვევლინა მოსკოვის მოკავშირედ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომში, არა მარტო ტექნიკურად და სივრცობრივად, არა მარტო იმიტომ, რომ სააქართველო გადააქცია რუსული სანქცირებული პროდუქციის გასაღების არეალად, იარაღის, სტრატეგიული მასალების გადატანის კორიდორად, რაც მთავარია, მოგვევლინა კრემლის იდეოლოგად, მისი სახელმწიფო მანქანა კი ამტკიცებს დღე და ღამე, რომ თურმე უკრაინაში ომი გაუჩაღებია არა პუტინს, არამედ ევროპას და აშშ-ს.
მივმართავ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას, აშშ-ს, კანადასა და უკრაინას, გაეცით საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტ პუტინის ძირითად ბერკეტს ჩვენი კონტინენტის სამხრეთ რეგიონში.
უნივერსალური იურისდიქცია, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო დამნაშავეებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, გენოციდზე, აგრესიულ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას, მოქმედია ჟენევის კონვენციებით, რომის სისხლის სამართლით, გაერო-ს წესდებით, რუანდის, იუგოსლავიის ტრიბუნალებთ, ის აუცილებლად უნდა ამუშავდეს ოლიგარქ ივანიშვილზე, რომელიც უკვე სანქცირების საწყის სტადიაზე იმყოფება- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.