არავინ იტყუება, გოგაშვილის საქმეზე კანონის არც ერთი ნორმა არ დარღვეულა - რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, სოსო გოგაშვილის საქმეში ყველა კანონი დაცულია, რატი ბრეგაძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანთან მისი ოჯახის წევრები კანონის შესაბამისად შევიდნენ.
მას შემდეგ კი რაც "პირველებმა" მინისტრს კონკრეტული მტკიცებულება აჩვენა, რომ გოგაშვილს პაემნები აკრძალული ჰქონდა, ბრეგაძემ თქვა, რომ საქმე გრიფით საიდუმლო ადევს და ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.
არავინ იტყუება, მე იმთავითვე დავადასტურე, რომ ბატონ გოგაშვილთან მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. არ მინდა, რაიმე სახის სპეკულაციები გამოვიწვიო, მაგრამ ამ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და შესაბამისად, არ მინდა დეტალებზე საუბარი. კანონის არც ერთი ნორმა არ დარღვეულა... ეს იყო წახალისება"- განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, რატომ იყო პენიტენციურ დაწესებულებაში კამერები გათიშული, როცა სოსო გოგაშვილის მტკიცებით, მასზე ზეწოლა განხორციელდა, მინისტრმა თქვა, რომ "გარკვეული ხარვეზის შესახებ სახალხო დამცველს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინება გაეგზავნა“.
ამჟამად კამერები მუშაობს, პატიმრის ფიზიკურ უსაფრთხიებაზე პასუხისმგებელია რა თქმა უნდა სპეციალური პენიტენციური სამსახური'- თქვა მან.