ძლიერი აფეთქება დიღომში - "დიღომი გაზის" დირექტორის პირველი კომენტარი

01.09.22 13:49
ძლიერი აფეთქება დიღომში - "დიღომი გაზის" დირექტორის პირველი კომენტარი

ძლიერი აფეთქება დიდ დიღომში - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ტრაგედია ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში.  

"დიღომი გაზის" დირექტორი, ჯემალ წერეთელი "პირველებთან" ამბობს, რომ შენობის გაზიფიცირება ერთი თვის წინ მოხდა და ყველაფერი წესრიგში იყო. 

წერეთელი ირწმუნება, რომ დასახლებიდან გაზის მკვეთრი სუნის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ. 

"ერთი თვის წინ არის გაშვებული გაზი და ყველაფერი წესრიგშია. ეს გამოძიებამაც იცის. მანდ საგარანტიომ დაამონტაჟა გათბობის ცენტრალური ქვაბი. თუ აფეთქება გაზის მიზეზით არის, მაშინ ადვილი შესაძლებელია, რომ იქ არის რამე მიზეზი. რა თქმა უნდა ეს იქნება ქვაბი"- თქვა მან. 

სახლის მეპატრონე აცხადებს, რომ გაქირავებულ ბინაში რემონტი ახალი გაკეთებული იყო და შესაბამისად ახალი და დაუზიანებელი იყო ტექნიკაც და კომუნიკაციებიც.

მსგავსი სიახლეები