პოლიტიკოსები სამოქალაქო სექტორის ნიღბებს არ უნდა ამოეფარონ - მიხეილ სარჯველაძე
ხელისუფლება არ აპირებს, სახალხო დამცველის არჩევისას არასამთავრობო სექტორის აზრი და პოზიცია გაითვალისწინოს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, აცხადებს, რომ მესამე სექტორში არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ნიღბებს ამოფარებული პოლიტიკოსები, რომელთა აზრსაც ,,ოცნება" არ გაითვალსიწინებს.
როცა ოპოზიცია საუბრობს ბაღმებზე და კონკრეტულად ვერ მიუთითებს, კონკრეტულად რა ნაღმებზეა საუბარი, მიგვაჩნია, რომ ეს მხოლოდ სპორტული ინტერესით განპირობებული ამოცანაა, რომ ამ შემთხვევაში რაღაცნაირად გააკრიტიკონ იდეა, რომელიც უნაკლოა. არაფერი დაწუნება ამ წესს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ.
იქ, სადაც არის ადგილი სამოქალაქო სექტორის და არა პოლიტიკოსების, იქ არ შეიძლება იყვნენ სამოქალაქო სექტორის ნიღბებს ამოფარებული პოლიტიკოსები - განაცხადა სარჯველაძემ.
ოპოზიცია ომბუდსმენის შერჩევის წესში ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ცვლილებებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მხოლოდ იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ნდობა ექნება.