პრემიერის მიერ 3 თვის წინ საზეიმოდ გახსნილი აუზი, რომელიც 5 მილიონი დაჯდა, აღარ ფუნქციონირებს

01.09.22 15:50
პრემიერის მიერ 3 თვის წინ საზეიმოდ გახსნილი აუზი, რომელიც 5 მილიონი დაჯდა,  აღარ ფუნქციონირებს

მაისის თვეში ქარელში პრემიერ ღარიბაშვილის მიერ საზეიმოდ გახსნილი აუზი ისევ დაკეტილია. აუზი 3 თვის წინ აშენდა, პროექტზე კი  5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქმე დიდ კორუფციული გარიგებასთან გვაქვს და დაპირებული აუზი ქარელის მოსახლეობამ იმიტომ ვერ მიიღო, რომ მილიონობით ლარი მერმა ზაზა გულიაშვილმა მის ბავშვობის მეგობართან ერთად გაფლანგა.

5 მილიონ ლარზე უფრო მეტი დაუჯდა ბიუჯეტს საცურაო აუზი, რომელიც არ ფუნქციონირებს. არადა, პრემიერ-მინისტრმა გახსნა. 

გაგიკვირდება და 3 თვის გახსნილი აუზი არ ფუნქციონირებს. ამასობაში, ხელშეკრულება ვისაც დაუდეს, ბატონი შერაზადიშვილი, ჩვენი ინფორმაციით, არის ქარელის მერის მეგობარი და ნათელ-მირონი.

შესაბამისად, ჩვენ ვამზადებთ ინფორმაციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მათ შორის ქარელის მერის და ყველა იმ პასუხისმგებელი პირის მიმართ, ვინც ეს 5 მილიონი გააქრო. - განაცხადა ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრმა, პალამენტარმა, ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები