შავი ჰალსტუხი და წითელი ვარდების ბუკეტი - პუტინი გორბაჩოვს გამოემშვიდობა

01.09.22 17:25
შავი ჰალსტუხი და წითელი ვარდების ბუკეტი - პუტინი გორბაჩოვს გამოემშვიდობა

ვლადიმერ პუტინი  გამოემშვიდობა საბჭოთა კავშირის პირველ პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს, რომელიც 30 აგვისტოს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კალინინგრადში გამგზავრების წინ პრეზიდენტმა პუტინმა შეიარა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გამოემშვიდობა მიხეილ სერგის ძე გორბაჩოვს, დააწყო მის ცხედართან ყვავილები.- განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვიმა განაცხადა, რომ  დატვირთულმა გრაფიკმა არ მისცა პრეზიდენტს საშუალება, მონაწილეობა მიეღო მიხეილ გორბაჩოვის გამომშვიდობების საყოველთაო ცერემონიაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, გორბაჩოვთან გამოსამშვიდობებლად პუტინი შავი ჰალსტუხითა და წითელი ვარდების თაიგულით მივიდა. რუსეთის პრეზიდენტმა ცხედართან რამდენიმე წუთი დაჰყო, თაყვანი სცა,  კუბოს ხელით შეეხო და პირჯვარი გადაიწერა. 

მიხეილ გორბაჩოვს შაბათს, 3 სექტემბერს, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ. საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

 

მსგავსი სიახლეები