ოპოზიციაში იციან, რომ ოლიგარქები თავიანთ რიგებში ჰყავთ - ირაკლი კობახიძე
აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეკომენდაციების გათვალისწინებას? - ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს სურთ, "ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს".
თუ გადმოვიღებთ უკრაინულ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ მხარეს. ეს არ აწყობს ოპოზიციას, მათ იციან, რომ თავად ჰყავთ ოლიგარქები თავიანთ რიგებში. უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით",- თქვა ირაკლი კობახიძემ.