პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს - კობახიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოწვევაზე ალაპარაკდა

01.09.22 17:49
პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს - კობახიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოწვევაზე ალაპარაკდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაერო-ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ეხმიანება და ამბობს, რომ"პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს". 

მისი თქმით, ლოგიკურია, რომ მთავრობამ უკან გამოიწვიოს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც დავით ბაქრაძის არდანიშვნას ეხებოდა.

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნისა და გათავისუფლებისას. რეალურად, ეს პრინციპი იქნა დაცული, როცა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის. ჩვენი ამოცანა იყო კონსტიტუციის დაცვა და ყველა ინსტიტუტს ემოქმედა კონსტიტუციურ ჩარჩოებში. რაც შეეხება სარჩელის გამოტანას, რომელიც მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს წარდგენილი, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდება მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება ლოგიკურიც იყოს მისი გამოწვევა, თუმცა, ამაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები